ნინო მიქიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის დროს ციხეში არსებულ მდგომარეობას კდიევ ერთხელ იხსენებს:
„ფილმის პრემიერის შემდეგ ბევრი ცუდი რამ გამახსენდა. დაწერა ვერ გავბედე, ჩემი ოჯახის გასაჭირის სხვისთვის თავზე მოხვევა მომერიდა, მაგრამ დაჩი ცაგურიას ემოციური პოსტი წავიკითხე, ამან სტიმული მომცა და დავრწმუნდი, რომ აუცილებელია საჯაროდ დავწერო რა გამახსენა „ჰეროკრატიის" პირველმა ორმა სერიამ.
„კარცერიდან" გვიან ღამე გამოათრიეს, ბეტონზე დააგდეს, ექვსი კაცი წიხლებით ურტყამდა, მათ შორის ერთი გოგა ბუთლიაშვილია (ძირითადად თავში ურტყამდნენ); ბოლოს ოლეგ ფაცაციამ ზედ დააფურთხა და ნაცემ-ნაბეგვი და დასისხლიანებული ისევ „კარცერში" შეათრიეს.
სახალხო დამცველის მხრიდან ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ რუსთავის N6 საპყრობილეში გადაიყვანეს. მაშინ გლდანის N8 საპყრობილე არ არსებობდა და ყველაზე სასტიკ ციხედ მეექვსე საპატიმრო ითვლებოდა. ორი თვე არ გვახვედრებდნენ, თქვენი ნახვა არ უნდაო. ამ დროს თურმე ხან წვივამდე კანალიზაციის წყალში იდგა და ხან ჭერზე ფეხებით იყო ჩამოკიდებული. ორთვიანი პაუზის შემდეგ ვნახეთ, ძონძები ეცვა, ძვალზე გადაკრული ტყავი იყო...
ჯანმრთელობა იქ დატოვა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. უფალს ალბათ, ძალიან უყვარს, რომ ფეხზე წამოდგომა და კარგი ქართული ოჯახის შექმნა შეძლო. ინსტიტუტში სწავლაც გააგრძელა და წარმატებით დაასრულა. დღეს სამი შვილი ჰყავს. მის მწამებლებს ციხე ემუქრება. ღმერთი ყველას ჩვენი ქცევის, ჩვენი საქციელისდამიხედვით მოგვიზღავს.
მადლობა გოგა ხაინდრავას ამ უძლიერესი ფილმის გადაღებისთვის. „ჰეროკრატია" ისეთივე ძვირფასი იქნება ყველასთვის, როგორც დღეს გოგა ხაინდრავას პირველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ოცნებების სასაფლაოა". ამას ზოგი ალბათ შურის გამო ხმამაღლა არ აღიარებს, ზოგს ალბათ, „ნაცების" შიში ძვალ-რბილში იმდენად აქვს გამჯდარი, რომ თავისი აზრის და ნაფიქრის საჯაროდ გადმოცემის ერიდება.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს „ჰეროკრატიას" მთელი გადამღები ჯგუფი, რეჟისორიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული - საყურებლად რთულია და გადასაღებად როგორი იქნებოდა, ეს წარმოიდგინეთ ერთი წუთით, როცა ფილმს ტელეეკრანზე ნახავთ."