logo_geo
eng_logo
„პატრიოტთა ალიანსი“ გამარჯვების შემთხვევაში დევნილებს, სოციალურად დაუცველებს და ახლადდაქორწინებულ სტუდენტებს სახლებს უფასოდ გადასცემს
- +

30 აგვისტო. 2016. 01:46



„პატრიოტთა ალიანსი" გამარჯვების შემთხვევაში დევნილებს, სოციალურად დაუცველებს და ახლადდაქორწინებულ სტუდენტებს სახლებს უფასოდ გადასცემს. განცხადება პარტიის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთეს. მათი აზრით საქართველოს ბიუჯეტიდან გამოიყოფა 2% დაახლოებით 160 მილიონი ლარი, რომელიც სახლების მშენებლობას მოხმარდება.


პარტია ასევე გეგმავს, რომ საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 ხოლო მანდილოსნებისთვის 55 წელი განისაზღვროს, თუმცა პენსიაზე გასვლა სავალდებულო არ იქნება.


„პატრიოტთა ალიანსი" ასევე გეგმავს, ქვეყანაში დანერგოს რეფერენდუმების ჩატარების ახალი სტანდარტი, რომლითაც მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას შეეძლებათ გამოიწვიონ პრეზიდენტი, პრემიერი, დეპუტატი, მერი და კანონიც რომელიც მათთვის მიუღებელი იქნება.


პარტიის საგარეო პრიორიტეტების შესახებ დავით თარხან-მოურავმა ისაუბრა.


"ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ იმ ამომრჩევლის ხმა მოვიპოვოთ, რომელსაც მოსწონს მხოლოდ რუსეთი ან დასავლეთი. ყველა უნდა გავხადოთ ჩვენი მხარდამჭერი. პოლარიზაციაა ხალხში, რომლებსაც მოსწონთ ევრაზიული კავშირი და უნდათ იქ გაწევრიანება, არსებული კონფიგურაციიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია,"- აცხადებს თარხან-მოურავი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner