ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ის ზუგდიდში აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ესებუას დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა.
ვინაიდან ესებუა უკვე მსჯავრდებულია, იგი პირდაპირ ქუთაისში მდებარე საპატიმროში მოათავსეს.