logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიაზე: ლობისტური ხელშეკრულება აიტვირთა ამერიკული ლობისტების ოფიციალურ საიტზე, ყველაფერს წერტილი დაესვა!
- +

8 თებერვალი. 2023. 11:12

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის „Akerman LLP“-ის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება,  საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284 784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, გიული ალასანიამ ლობისტებს მილიონ დოლარამდე გადაუხადა, რათა მოგონილი "ავადმყოფობა" გაეყიდათ.

 

„ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.

 

ეს სქრინი არის სააკაშვილების ოჯახის მიერ, ლობისტებთან გაფორმებული კონტრაქტის ერთ-ერთი გვერდი, სადაც წერია, რომ გიული ალასანიამ ლობისტებს მილიონ დოლარამდე გადაუხადა, რათა მოგონილი „ავადმყოფობა“ გაეყიდათ. ლობისტური ხელშეკრულება აიტვირთა ამერიკული ლობისტების ოფიციალურ საიტზე! ყველაფერს წერტილი დაესვა!!!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

https://efile.fara.gov/docs/7227-Exhibit-AB-20230203-1.pdf

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner