logo_geo
eng_logo
თამაზ ჩიქვანაია: ასე მუდმივად ურაპატრიოტები უნდა ვიყოთ?
- +

30 აგვისტო. 2016. 01:56



რას არ გაიგებ კაცი?!


დღეს და გუშინ ერთი ვაი-უშველებელია ატეხილი- არიქა რუსული ტაქსები შემოსულა თბილისში და ოკუპანტის ტაქსში როგორ უნდა ჩავჯდეთო. ღმერთო შენ უშველე და აუხილე თვალი ამდენ ბნელ, უვიც და რეგვენს. თქვე კარგი დედ-მამის შვილებო რუსული დენი, გაზი და წყალი ხომ გაატანეთ იმ ოკუპანტს, ახლა ეგ გინდათ და ტაქსი არა ხომ? აბა რა? ოკუპანტის მანქანაში ხომ არ ჩადებთ თქვენს ძვირფას ტრ..კს. ქართული ღვინო, არაყი, ხილი, ჩაი, ყვავილი, მწვანილი და ა. შ. რომ რუსეთში გაიყიდოს გინდათ, მაგრამ რუსულ ტაქსში ჩაჯდომას როგორ იკადრებთ, ოკუპანტს ხომ არ გაამდიდრებთ?


ნეტავ ოდესმე თუ გვეშველება? ასე მუდმივად ურაპატრიოტები უნდა ვიყოთ? ნორმალურად აზროვნებას ოდესმე ვისწავლით? მეტი არაა ჩემი მტერი...


p.s. ეს ტექსტი იმ ადამიანების გასაგონად აიკრიფა, ვინც ახლა რუსეთუმეობას დამწამებს... მიმიტევებია, რა ქნან, მეტს ვერ ქაჩავს მაგათი ტვინი და...


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner