A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით, უფლება ექნებათ მანქანა ავტობუსის ზოლში გააჩერონ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ერთ-ერთი სიახლე, რაც ამ ტაქსის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება და რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, არის ცვლილება საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვით A კატეგორიის ტაქსის მძღოლს მიეცემა უფლება, ავტობუსის ზოლში გააჩეროს მანქანა მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით. ეს ეხება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის ნებართვებს. პროცესი უკვე მიმდინარეობს და ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან“, - აღნიშნა კალაძემ.