საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის „Akerman LLP“-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917 177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.
„აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მილიონი დოლარი. დაახლოებით იგივე ოდენობა პიარული კამპანიით ყოფილი სამშობლოს დაშანტაჟებისთვის. არცერთი წვეთი სინანული. ადამიანი არ იცვლება“, - წერს ქარუმიძე „ტვიტერზე“.