logo_geo
eng_logo
ადვოკატი ლაშა კალანდაძე: „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი აცნობიერებს, რომ ბანკი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ამიტომაც აქცენტები გადატანილი აქვს ხელოვნური ბარიერების შექმნასა და საქმეთა განხილვის გაჭიანურებაზე
- +

8 თებერვალი. 2023. 14:17

 

 

„საზოგადოებაც სრულად არის ინფორმირებული ძირითადი არსის შესახებ და იცის კიდეც, რომ ბანკის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქმედებით ზიანი მიადგა მოსარჩელეებს: ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს. ამიტომაც ყურადღებას არ გავამახვილებ მიმდინარე საქმეთა შინაარსზე, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მოსარჩელეებმა წარმატებას აუცილებლად უნდა მიაღწიონ: ობიექტურ და სამართლიან გარემოში სხვა დაშვების გაკეთების წინაპირობა თეორიულადაც კი არ შეიძლება არსებობდეს“, - წერს ადვოკატი ლაშა კალანდაძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ლაშა კალანდაძე აღნიშნავს, საქმის მასალების მიხედვით, „კრედიტ სუისი“ თითქმის 2008 წლიდან სისტემატურად უკანონო, დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანს აყენებდა როგორც ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახს, ისე მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.

 

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ხდებოდა დოკუმენტებით მანიპულირება, ხელმოწერების გაყალბება, არაავტორიზებული თუ უნებართვო გადარიცხვები და მოსარჩელეებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

 

აქვე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის ქმედებებთან დაკავშირებით ფაქტების გავრცელების დროს ბარიერებს აწყდებიან - იბლოკება ინფორმაცია ან ხდება ფაქტების გაფილტვრა, ვრცელდება ფაქტების მხოლოდ ნაწილი, ხდება მათი მოდიფიცირება.

 

„წარმოგიდგენთ ჩემი, როგორც ადვოკატის, მოსაზრებას ბიძინა ივანიშვილი vs „Credit Suisse“ საქმეებთან დაკავშირებით: აღნიშნულ საქმეებში იურისტთა გუნდს შევუერთდი მოგვიანებით. დღეის მდგომარეობით ყველა საქმეს ვიცნობ დეტალურად: თვალყურს ვადევნებდი საქმეების განხილვას ბერმუდის სააპელაციო ინსტანციაში, აგრეთვე - სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოში. საზოგადოებაც სრულად არის ინფორმირებული ძირითადი არსის შესახებ და იცის კიდეც, რომ ბანკის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქმედებით ზიანი მიადგა მოსარჩელეებს: ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს. ამიტომაც ყურადღებას არ გავამახვილებ მიმდინარე საქმეთა შინაარსზე, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მოსარჩელეებმა წარმატებას აუცილებლად უნდა მიაღწიონ: ობიექტურ და სამართლიან გარემოში სხვა დაშვების გაკეთების წინაპირობა თეორიულადაც კი არ შეიძლება არსებობდეს. აქცენტს გავაკეთებ მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით:

 

  1. როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, „Credit Suisse“ თითქმის 2008 წლიდან სისტემატურად უკანონო, შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანს აყენებდა ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს. რთულად წარმოსადგენია, მაგრამ რეალობა არის ასეთი: წლების განმავლობაში ხდებოდა დოკუმენტებით მანიპულირება, ხელმოწერების გაყალბებაც კი, არაფერს ვამბობ არაავტორიზებულ/უნებართვო გადარიცხვებსა და მოსარჩელეებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. ერთი სიტყვით, ფურცელზე ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა, დოკუმენტების მიხედვით მოსარჩელეთა თანხები დაცული იყო, მათი აქტივების მართვაც ეფექტურად ხორციელდებოდა, თუმცა მოცემულობა იყო სრულიად საწინააღმდეგო: თანხები დაუცველი; აქტივები კი, ფაქტიურად, განიავებული. „Credit Suisse“-ის თანამშრომელთა ქმედებებს უბრალოდ თვალი რომ გადაავლოთ, დარწმუნებით იტყვით, რომ საქართველოში, ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც საბანკო სექტორი ფეხს იდგამდა, მსგავს უკანონო ქმედებებს არა თუ ადგილი ექნებოდა, არამედ მისი ჩადენა თავში აზრადაც კი არავის მოუვიდოდა.

 

  1. „განსხვავებულ“ და „ამოუხსნელ“ მოვლენასთან გვაქვს საქმე „Credit Suisse“-ის მენეჯმენტის სახით. საილუსტრაციოდ შემდეგ ინფორმაციას გავაზიარებ: „Credit Suisse“-ის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის შესახებ მედიით ინფორმაცია შეფერხების გარეშე ვრცელდება, მაგრამ, როდესაც დღის წესრიგში დგება ინფორმაციის, უფრო სწორად, ფაქტების გავრცელების საკითხი მენეჯმენტის ქმედებებთან მიმართებით, მაშინვე აღიმართება ბარიერები: იბლოკება ფაქტების გავრცელება ან ხდება ფაქტების გაფილტვრა ან ვრცელდება ფაქტების მხოლოდ ნაწილი ან ხდება ფაქტების მოდიფიცირება, შინაარსის შეცვლითაც კი. თავიდან აღნიშნულ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა შვეიცარიაში, თუმცა უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროპის დარჩენილ ნაწილშიც მსგავსი მდგომარეობა არის. ფაქტიურად გამოდის, რომ ბანკის მენეჯმენტის გავლენები, გარკვეული ფორმით, მედიაზე სცილდება შვეიცარიის ფარგლებს და მიმართული არის, რომ მოსარჩელეებმა ვერ მოახერხონ დაინტერესებული პირებისათვის ფაქტების/რეალობის გაცნობა, რომ მათ (დაინტერესებულმა პირებმა) ვერ შეძლონ ობიექტური შეფასების/დასკვნის გაკეთება.

 

ერთი სიტყვით, ბანკის მენეჯმენტი ცდილობს, რომ უკანონო და ამორალური ქმედების შესახებ ფაქტების გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდოს. აღნიშნული მოცემულობა ბუნებრივად რომ აჩენს შემდეგ კითხვებს: როგორ ახერხებს ამას მენეჯმენტი? ვინ მფარველობს მენეჯმენტს? მენეჯმენტის მფარველობა ემსახურება თუ არა რაიმე მიზნის მიღწევას? მენეჯმენტი, მფარველობის სანაცვლოდ, ასრულებს თუ არა რაიმე დავალებას? და ა.შ. დამატებით აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ყველაფერი ისედაც ცხადი და ნათელი არის. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბანკის მენეჯმენტი აცნობიერებს, რომ ბანკი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ამიტომაც აქცენტები გადატანილი აქვს ხელოვნური ბარიერების შექმნასა და საქმეთა განხილვის გაჭიანურებაზე: მენეჯმენტი ცდილობს ხავსს მოეჭიდოს, თუნდაც არარსებულს, ოღონდ როგორმე მოახერხოს, რომ მინიმუმ შეძლოს ბანკის პასუხისმგებლობის დროში გადაწევა. და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ მოსარჩელეები აპირებენ, მიიღონ ყველა ზომა, რომ უზრუნველყონ დაინტერესებული პირების ინფორმირება, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე - თავიანთი უფლებების რეალიზება“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner