logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ყველამ იცის, რომ ის ქაოსი, რაც სააკაშვილის ირგვლივ არის შექმნილი, უნიჭო სპექტაკლია და მეტი არაფერი
- +

8 თებერვალი. 2023. 15:51

 

 

„ყველამ გაიგო, რომ სააკაშვილის ირგვლივ არსებული აყალ-მაყალი თურმე მილიონი ღირს. ყველაფერი ყალბია, ყველაფერი ფასადურია! სინამდვილეში ვერანაირი მილიონიანი ლობისტური კონტრაქტები მიშას ვერ გაათეთრებს და მას ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა“, - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ.

 

გვიდიანმა აღნიშნა, რომ ის ქაოსი, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არის შექმნილი, უნიჭო სპექტაკლია და მეტი არაფერი.

 

„თითქმის არ მეგულება ისეთი ადამიანი, ვისაც მართლა სჯერა, რომ ვინმე მიხეილ სააკაშვილს აწამებს. რეალურად ყველამ იცის, რომ ის ქაოსი, რაც სააკაშვილის ირგვლივ არის შექმნილი, უნიჭო სპექტაკლია და მეტი არაფერი. ნაძირალა სააკაშვილმა მილიონი დოლარი გადაიხადა ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში და ყველას კარგად ესმის, რომ მისი საკითხის აქტუალიზება მხოლოდ ფულს უკავშირდება. უკვე ყველამ გაიგო, რომ სააკაშვილის ირგვლივ არსებული აყალ-მაყალი თურმე მილიონი ღირს. ყალბია დეკორაციები; ყალბია სამედიცინო დასკვნები; ყალბია პოლიტიკური შეფასებები; ყალბები არიან ე.წ. სპიკერები; ყალბები არიან სააკაშვილის გულშემატკივარი უცხოელი პოლიტიკოსები; ყალბია ცრემლები; ყველაფერი ყალბია, ყველაფერი ფასადურია! სინამდვილეში სააკაშვილი ნაძირალა კრიმინალია; სინამდვილეში სააკაშვილის ადგილი ციხეშია; სინამდვილეში ვერანაირი მილიონიანი ლობისტური კონტრაქტები მიშას ვერ გაათეთრებს და მას ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა; სინამდვილეში მოსყიდული მედიის და პოლიტიკოსების გარდა, არავის ანაღვლებს სააკაშვილის ბედი;

 

P.S. ხალხი ამ ცირკით უკვე ძალიან დაიღალა და ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. მისი ადგილი არა VIP პალატაში, არამედ ციხეშია“, - წერს გვიდიანი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner