ლონდონში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დახვდა.
ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელმძღვანელობას, პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება, რომლებიც იქ მომზადებას გადიან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ომს აგებს და ეს შეცვლის მსოფლიოს.