logo_geo
eng_logo
ერდოღანი: მთავრობის მიზანია ერთ წელიწადში აღადგინოს ქაჰრამანმარაში
- +

9 თებერვალი. 2023. 01:53

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის მიზანია ერთ წელიწადში აღადგინოს ქაჰრამანმარაში, რომელიც ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრია.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დარჩენას. ჩვენი სახელმწიფო მთელ თავის რესურსს იყენებს კატასტროფების მართვის სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად. ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ქაჰრამანმარაშში ჩავიდა.

ერდოღანის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა რესურსის მობილიზება მოახდინა, ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს მუნიციპალიტეტებთან და მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.

მისივე განცხადებით, ბოლო მონაცემების თანახმად, თურქეთში მიწისძვრას 8 574 ადამიანი ემსხვერპლა, 49 133 კი დაშავდა. განადგურებულია 6 444 შენობა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner