დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თავდაცვის მდივან ბენ უოლესს დაავალა, გაარკვიოს, რომელი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება შეუძლია ქვეყანას უკრაინისათვის.
„პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მდივანს დაავალა, გამოეკვლია რა თვითმფრინავების მიცემა შეგვიძლია, თუმცა ეს გრძელვადიანი გადაწყვეტაა და არა მოკლევადიანი დახმარება, რაც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება“, - აღნიშნა რიში სუნაკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დახვდა.
ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელმძღვანელობას, პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება, რომლებიც იქ მომზადებას გადიან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ომს აგებს და ეს შეცვლის მსოფლიოს.