logo_geo
eng_logo
ერდოღანი: შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო
- +

8 თებერვალი. 2023. 23:50

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ქაჰრამანმარაშში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო.

„რა თქმა უნდა, არის ხარვეზები. ამინდის პირობები აშკარაა. შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო. ჩვენ არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ დავტოვებთ უყურადღებოდ“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის მიზანია ერთ წელიწადში აღადგინოს ქაჰრამანმარაში, რომელიც ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრია.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დარჩენას. ჩვენი სახელმწიფო მთელ თავის რესურსს იყენებს კატასტროფების მართვის სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად. ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, ბოლო მონაცემების თანახმად, თურქეთში მიწისძვრას 8 574 ადამიანი ემსხვერპლა, 49 133 კი დაშავდა. განადგურებულია 6 444 შენობა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner