logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქართველოში არიან ვიღაცები, ვინც დასდევენ კუბილიუსის და კარასინის ფრაზებს, ჩვენ მივყვებით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
- +

9 თებერვალი. 2023. 00:14

 

"კუბილიუსს თავისი ინტერესები აქვს, ჰყავს თავისი პატრონები, კარასინს თავისი ინტერესი აქვს, ჰყავს თავისი ხელმძღვანელები. მათ აქვთ თავისი ინტერესები და საქართველოში არიან ვიღაცები, ვინც დასდევენ აქეთ კუბილიუსის ფრაზებს, იქით კარასინის ფრაზებს და ა.შ. ჩვენ დავდევთ ეროვნულ ინტერესებს. ერთადერთი, რასაც მივყვებით არის ჩვენი ეროვნული ინტერესები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, თავად კუბილიუსის ან კარასინის ნათქვამს არ მიჰყვებიან და მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მისივე თქმით, მათთვის ამოსავალი წერტილია რა სჭირდება ქვეყანას და რა შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას.

ჩვენ იმას კი არ მივყვებით რას იტყვის ან კუბილიუსი აქეთ, ან კარასინი იქით, ჩვენ მივყვებით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ ჩვენ ვისაუბროთ გადაწყვეტილებებზე და არა იმაზე რა განცხადებას აკეთებს ან კუბილიუსი ან კარასინი. განვიხილოთ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ თუ არა, მაგალითად, სანქციებთან დაკავშირებით. დაიდო ანალიზი და ჩვენც გვქონდა ეს ეკონომიკური ანალიზი. ჩვენ რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, რასაც ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, ამ შემთხვევაში პლუს 10 პროცენტის მაგივრად, რაც მივიღეთ შარშან, გვექნებოდა მინუს 10 პროცენტზე მეტი. მინუს 10 პროცენტი ეკონომიკაში რა არის იცით? მინუს 6.5 პროცენტი გვქონდა ჩვენ კოვიდის დროს, როცა ლამის ჩამოიქცა ქვეყანა, გაჩერდა ყველა სასტუმრო, რესტორანი, საწარმოები და ა. შ. მაშინაც კი გვქონდა მინუს 6.5 პროცენტი და სანქციების დაწესების შემთხვევაში გვექნებოდა მინუს 10 პროცენტი. ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, იმიტომ კი არა რომ კარასინს გაეკეთებინა მერე დადებითი შეფასება, არამედ იმისათვის, რომ არ დაგვექცია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ დაგვემძიმებინა. ისედაც 600 000 ადამიანია საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა. და წარმოიდგინეთ, 10 პროცენტი მინუსი რომ გვქონოდა შარშან პლუს 10 პროცენტის მაგივრად, რა მოხდებოდა? გადავიდეთ კონკრეტიკაზე. კარასინის განცხადებაა საინტერესო თუ ის არის საინტერესო, სანქცია დასაწესებელი იყო თუ არ იყო დასაწესებელი. რა თქმა უნდა, რუსეთს მოეწონა ის თავისთვის, სუბიექტურად, ის ხომ თავისი სუბიექტური ინტერესებიდან ამოდის. შეიძლება მისი სუბიექტური ინტერესიდან გამომდინარე რაღაც მოსაწონი იყო და რაღაც არ იყო მოსაწონი, მაგრამ ამას ჩვენ ხომ ვერ გავყვებით. ჩვენთვის ეს ხომ არ არის ამოსავალი წერტილი, რუსეთს მოსწონს თუ არ მოსწონს, ან კუბილიუსს მოსწონს თუ არ მოსწონს. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რა არ დააქცევს ჩვენს ქვეყანას და რა შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner