logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე: ადრე თუ ჭიქაში მაინც ახერხებდნენ ქარიშხლის შექმნას, ახლა ჭიქაშიც ვეღარ ქმნიან, შეუძლიათ 40 კაცი შეიკრიბონ, ეს არის ხაბეიშვილის, ჩალაძის და კეზერაშვილის რესურსი
- +

9 თებერვალი. 2023. 00:17

 

"ადრე თუ ჭიქაში მაინც ახერხებდნენ ქარიშხლის შექმნას, ახლა ჭიქაშიც ვეღარ ქმნიან. მათი რესურსია ის, რომ შეუძლიათ 40 კაცი შეიკრიბონ და მივარდნენ პრემიერის სახლთან, არ აინტერესებთ არც ეთიკა, საერთოდ არაფერი აინტერესებთ. ეს ერთი და მეორე - შეიძლება კანცელარიასთან შეიკრიბონ იგივე რაოდენობით. ეს არის ხაბეიშვილის, ჩალაძის და კეზერაშვილის რესურსი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სინამდვილეში სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აქ არის სამართლის უზენაესობა მთავარი, ქვეყანა მოქმედებს ამ პრინციპის შესაბამისად.

ხაბეიშვილი და ჩალაძე აორგანიზებენ ქვეყნის მასშტაბით რაღაც პროტესტს, რაზეა საერთოდ აქ საუბარი. ვხედავთ, რა არის მათი რესურსი - მათი რესურსია ის, რომ შეუძლიათ 40 კაცი შეიკრიბონ და მივარდნენ პრემიერის სახლთან, არ აინტერესებთ არც ეთიკა, საერთოდ არაფერი აინტერესებთ. ეს ერთი და მეორე - შეიძლება კანცელარიასთან შეიკრიბონ იგივე რაოდენობით. ეს არის ხაბეიშვილის, ჩალაძის და კეზერაშვილის რესურსი. ადრე თუ ჭიქაში მაინც ახერხებდნენ ქარიშხლის შექმნას, ახლა ჭიქაშიც ვეღარ ქმნიან. არაფერი არ ხდება სინამდვილეში, სინამდვილეში სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აქ არის სამართლის უზენაესობა მთავარი. ქვეყანა მოქმედებს ამ პრინციპის შესაბამისად. თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნით სამართლის უზენაესობა, მე მგონია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ჩვენც დავიმსახურეთ სამართლის უზენაესობა უმაღლეს დონეზე. ამიტომ ქვეყანა ამ პრინციპით გააგრძელებს მუშაობას, როგორი 40 კაციანი შეკრებებიც არ უნდა გამართონ მათ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner