logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება პირველი, რომელიც...
- +

30 აგვისტო. 2016. 03:27


 

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინა საარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გამართა",- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.


ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლება იქნება პირველი, რომელიც საქართველოს ლონდონის მუზეუმში დაცულ საგანძურს დაუბრუნებს",-ამის შესახებ ლილუაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა.


კანდიდატმა შეხვედრებზე დეტალურად მოისმინა ის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩეველს ის სამომავლო გეგმები გააცნო რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისთვის აქვს დაგეგმილი.


ქართული ოცნების ხელისუფლება ბიუჯეტის 26% სოციალურ პროექტებზე ხარჯავს, ეს არის ჰუმანური მთავრობის მიერ გადადგმული ჰუმანური ნაბიჯი, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება. სწორედ ქართული ოცნება იქნება ის პირველი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ლონდონის მუზეუმში დაცულ საგანძურს დაუბრუნებს და ვანის მუზეუმში განათავსებს. ხალხზე ორიენტირებული მმართველობით კი შევძლებთ მყარი და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ" - განაცხადა ლილუაშვილმა ვანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner