logo_geo
eng_logo
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს დრეზდენში გაეცნენ
- +

9 თებერვალი. 2023. 11:15

 

 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  გერმანიაში, დრეზდენში  MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.

 

ფორუმის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ.  გაიმართა 30-ზე მეტი შეხვედრა საერთაშორისო კომპანიების, ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან.

 

MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმის მსვლელობისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  ქვეყნის  ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია გააცნეს  პოტენციურ პარტნიორებს: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების სამეფოს. ა.შ.შ.-ს სკანდინავიის ქვეყნების და სხვა მიზნობრივი ქვეყნების წარმომადგენლებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner