logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპულ კულტურულ მრავალფეროვნებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს!
- +

9 მარტი. 2016. 22:05


დღეს თბილისში, ოფიციალურად გაიხსნა ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში ბელგიის სამეფოს ელჩმა კარინ პეწიმ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა


საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით აღნიშნული ფესტივალი კიდევ ერთი კარგი ტრადიციაა, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა.


მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი, რომლის დევიზია „ერთიანობა მრავალფეროვნებაში", საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისა და ტრადიციების, მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების გრძელვადიანი გარანტია.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ევროკავშირის კულტურულ პროექტებში საქართველოს ჩართვის მნიშვნელობა, რისი ნათელი დადასტურებაა 2015 წელს საქართველოს ჩართვა ევროკავშირის პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა".


უნდა აღინიშნოს საქართველოსა და ევროპული სტრუქტურების არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კინემატოგრაფიის სფეროში. ეს თანამშრომლობა არის ურთიერთსასარგებლო და საქართველო, როგორც თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანა, თავის მხრივ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპულ კულტურულ მრავალფეროვნებაში" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიების მიერ, 9-იდან 18 მარტის ჩათვლით ჩატარდება თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, ქუთაისსა და მესტიაში.

 

„დღევანდელი ფესტივალი უდაოდ არის კარგი შესაძლებლობა, რომ ქართული საზოგადოება გაეცნოს თანამედროვე ევროპული კინოს ტენდენციებს და იხილოს ხარისხიანი ევროპული კინო. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დედაქალაქის მოსახლეობის გარდა, ევროპული კინემატოგრაფიასთან ზიარების შესაძლებლობა ექნება საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ კინომოყვარულებსაც."-

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner