ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმს „ჰეროკრატია" ტელეკომპანია „პირველის" ეთერში აფასებს:
„ეს იყო უმძიმესი საყურებელი. ფაქტიურად, ნახევარი დარბაზი გავიდა, რადგან შეუძლებელია ამის ყურება. ეს ხომ არ არის მხატვრული ფილმი, რომელზეც იცი რომ ეს კინოა და დამთავრდა? ეს ყველაფერი, ცოტა ხნის წინ, ჩვენს ციხეებში ხდებოდა. როგორ აწამებდნენ და ანადგურებდნენ გასამრავლებელ თაობას...
მინდა მადლობა გადავუხადო გოგა ხაინდრავას ამ ფილმისთვის. ისეთი უბედურება იყო ეს 9 წელი ქართველი ერისთვის, რომ უნდა დარჩეს ეს ყველაფერი ისტორიას, უნდა ნახოს ყველამ, ქართველმა და არაქართველმა. ეს ფილმი აგებულია დოკუმენტურ მასალებზე. 40 წუთი ამ ყველაფრის ყურება იყო გაუსაძლისი. ის ბიჭი, რომელზეც სიუჟეტი იყო მოცემული, დარბაზში იმყოფებოდა და მის ნახვაზე ისე ცუდად გავხდი, რომ ძლივს ჩამოვედი კიბეებზე. მთელი ღამე არ მეძინა", - განაცხადა მეტრეველმა.