logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: ქიბარ ხალვაშს უფლება აქვს თავისი ქონებისთვის იბრძოლოს!
- +

30 აგვისტო. 2016. 03:30



„ეროვნული ფორუმის" წევრს ანი მიროტაძესა და ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის ს ჟურნალისტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.


ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული მედიის თავისუფლებისთვის. მაშინაც კი, როდესაც თქვენ ამისთვის ბევრს არაფერს აკეთებდით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს"- ასე მიმართა მიროტაძემ ნათია ტრაპაიძეს გადაცემა "არჩევანის"  მსვლელობისას.



შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ანი მიროტაძე ქიბარ ხალვაშის სარჩელში, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით სახელმწიფოს ინეტერესს, მიროტაძემ უპასუხა:


ქიბარ ხალვაშს ისევე როგორც ანი მიროტაძეს, აქვს უფლება თავისი ქონებისთვის იბრძოლოს, ეს არის ყველას უფლება. რამდენად არის აქ სახელმწიფო ჩართული, როდესაც ამის მტკიცებულებები არ გაქვს, ძალიან რთულია ილაპარაკო, რომ სახელმწიფო დგას მის უკან.

 

ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის არსებობა, ვიდრე იმისთვის, ვისაც ახლა გაახსენდა, რომ თავისუფალი მედიის არსებობა აუცილებელია. ამიტომრუსთავი ორი" იქნება ესიმედი" თუკავკასია" , მე ვიქნები იქ, სადაც დავინახავ, რომ ჩემი როგორც მოქალაქის ყოფნა საჭიროა თავისუფალი სიტყვის დასაცავად."- განაცხადა ანი მიროტაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ეთერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner