logo_geo
eng_logo
მაკრონი ზელენსკის: საფრანგეთი მტკიცედ განწყობილია, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს
- +

9 თებერვალი. 2023. 13:40

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ საფრანგეთი მტკიცედ განწყობილია, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს.

 

ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. მტკიცედ განწყობილნი ვართ, უკრაინას გამარჯვებაში დავეხმაროთ. უკრაინას შეუძლია საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების იმედი ჰქონდეს ომში გამარჯვებაში. რუსეთმა არ უნდა მოიგოს ომი და არ მოიგებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

მაკრონმა დაუდასტურა ზელენსკის, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და პარიზი კიევის საჭიროებებს მოერგება.

 

8 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდა.

 

უკრაინის ლიდერი ასევე ეწვია ლონდონს. ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ომს აგებს და ეს შეცვლის მსოფლიოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner