logo_geo
eng_logo
ირაკლი გილაური: დიდი ეკონომიკური ზრდა და ინვესტიცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა, რამაც ინვესტიციების მოზიდვა და შემოდინება განაპირობა
- +

9 თებერვალი. 2023. 15:27

 

 

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორმა ირაკლი გილაურმა BM.GE-სთან ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაზე ისაუბრა. 

 

მისი თქმით. ის ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველომ 2021 და 2022 წლებში აჩვენა, 10-10,1%, ორნიშნა ზრდა ორი წელი ზედიზედ -  ასეთი მაჩვენებელი უახლოეს ისტორიაში საქართველოს არ ახსოვს.

 

„შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ასეთი დიდი ეკონომიკური ზრდა და ასეთი დიდი ინვესტიცია რატომ შემოდის ქვეყანაში - აქ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აბსოლუტურად სწორი იყო. ამან ინვესტიციების მოზიდვა და შემოდინება განაპირობა.

 

2022 წელს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი „აქვალია“ შემოვიყვანეთ, რომელმაც „GWP“-ის 80%-იანი წილი იყიდა, ინვესტიციები განახორციელა და კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. მიუხედავად პანდემიისა და ომისა, საქართველომ სტაბილურობა გამოიჩინა და ინვესტიციები გაიზარდა. ეს მაჩვენებლებიც შთამბეჭდავია - 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციები განხორციელდა პირველ ცხრა თვეში. არ გვაქვს 4 კვარტლის მონაცემები ჯერ, დარწმუნებული ვარ იქაც კარგი მაჩვენებელი იქნება. ეს რეკორდული მაჩვენებელი, ეგეთი ინვესტიცია არ განხორციელებულა საქართველოში, 10% მშპ-ს არის ეს თანხა.

 

ვხედავთ კიდევაც გაცვლით კურსს, ლარი გამყარდა. რეალურად, გაცვლითი კურსი პულსს უზომავს ეკონომიკას და ინვესტორების განწყობას ზომავს. ინვესტორების განწყობა საბოლოო ჯამში იყო დადებითი. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველომ 2021 და 2022 წლებში აჩვენა 10-10,1%. ორნიშნა ზრდა ორი წელი ზედიზედ -  ასეთი მაჩვენებელი უახლოეს ისტორიაში საქართველოს არ ახსოვს“, - აღნიშნა გილაურმა.

 

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის თქმით, ასეთი სტრატეგიული, დიდი ინვესტორები საქართველოში, რომლებიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემოვიდნენ, ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია.

 

მისი თქმით, როდესაც სტრატეგიული ინვესტორები ამჩნევენ, რომ საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, ასევე, აკვირდებიან ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ პროექტებს, ეს ფაქტორები მათში სანდოობას ზრდის.

 

„ინვესტორები მსოფლიოში ელოდებიან, რომ წამყვანი ეკონომიკები შემცირდება. ზრდას ეძებენ, სად არის ზრდა და უცბად ხედავენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას 2021, 2022 წელს საქართველოში. ხედავენ პროექტებს, რომლებიც აბსოლუტურად სწორი, კარგი პროექტებია, შესაბამისად, ნდობა იზრდება. ხედავთ კიდეც, ასეთი სტრატეგიული, დიდი ინვესტორები საქართველოში, რომლებიც ბოლო ხანაში ქვეყანაში შემოვიდნენ, არ გვყოლია დიდი ხანია. ანუ შესაბამისად, სტრატეგიული ინვესტორები ამას რომ ხედავენ, ნდობა მაღალია, ინვესტიციები შემოდის, ლარი მყარდება და კვლავ ეკონომიკის ზრდა მიდის“, - ამბობს ირაკლი გილაური.

 

გილაურმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა დიდი გავლენა იქონია რამდენიმე სექტორზე და მათ შორის, ენერგომატარებლებსა და ლოგისტიკაზე, თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას სწორი პოლიტიკა აქვს, რადგან გეგმავს ინვესტიციებს ენერგეტიკაში, როგორც ქარის, ისე ჰიდრო თუ სოლარის მიმართულებით.

 

გილაურის თქმით, ამ მიმართულებით ინვესტიციები წლებია არ ხორციელდება და კარგია, რომ მთავრობამ ამ კუთხით გაამახვილა ყურადღება, რადგან შეზღუდული მიწოდების გამო ენერგომატარებლები ახლა საკმაოდ ძვირადღირებული გახდა.

 

ირაკლი გილაურმა ენერგომატარებლების ევროპაში გატანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთავრობის მხრიდან.

 

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია შუა კორიდორის გააქტიურება და რკინიგზაში ინვესტიციების განხორციელება, რომ გაიზარდოს გამტარუნარიანობა.

 

გილაურის შეფასებით, ამ ორი კუთხით მთავრობა აბსოლუტურად სწორი პოლიტიკით მუშაობს.

 

„ომმა რამდენიმე სექტორზე იქონია დიდი გავლენა. ეს არის ენერგომატარებლები და ლოგისტიკა. ომმა შექმნა ცუდი კონიუნქტურა ამ ორ სექტორთან მიმართებით. მე მგონი მთავრობას სწორი პოლიტიკა აქვს. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ენერგეტიკაში გვინდა ინვესტიციები, როგორც ქარის მიმართულებით, ისე ჰიდრო თუ სოლარის. ამ კუთხით ინვესტიციები თაროზე იყო შემოდებული. მთავრობამ ეს ამბავი გააცოცხლა, იმიტომ რომ ენერგომატარებლები ახლა საკმაოდ ძვირადღირებული გახდა და ალბათ გახდება კიდეც, რადგანაც მიწოდება არის შეზღუდული.

 

შავი ზღვის კაბელი ძალიან კარგი იდეაა, იმ კუთხით რომ ენერგომატარებლები წავიღოთ და გავყიდოთ, ექსპორტი გავაკეთოთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან დავერთდეთ და ამ მიმართულებით ენერგო მატარებლები გავიტანოთ ევროპაში. იქ დეფიციტია და შესაბამისად, ეს დეფიციტი ამოვავსოთ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთავრობის მხრიდან და მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია შუა კორიდორის გააქტიურება და რკინიგზაში ინვესტიციების განხორციელება, რომ გაიზარდოს გამტარუნარუანობა. ამ ორი კუთხით აბსოლუტურად სწორი პოლიტიკაა.

 

ინვესტიციები რაც შემოდის და გაზრდილია ინვესტიციები, ზუსტად ამიტომ ხდება ეროვნული რეზერვების ზრდა და ზუსტად ამიტომ ხდება ლარის გამყარება.  ლარის კურსი არის თერმომეტრი, რომელიც ზომავს ეკონომიკის სიჯანსაღეს და ეკონომიკის სიჯანსაღე დაბალანსებულია, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და ლარის გამყარება იწვევს რეზერვების ზრდას, ეს კი საკრედიტო რეიტინგის ზრდას იწვევს. Fitch-მა გამოაცხადა, რომ თუ გაგრძელდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ან ახლოს ყოფნა, დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე გავალთ სუვერენულზეც. პოზიტიურზე შეცვალა BB+ და ერთი ნაბიჯია საინვესტიციო რეიტინგს, ეს კი დიდი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს ეკონომიკა ფუნდამენტალურად სხვაა საინვესტიციოდ მზად არის, ყველაზე მაღალკვალიფიციურ ინვესტორს ეუბნება, რომ ამ ქვეყანაში ფული უნდა ჩაიდოს, ეს უკვე სხვა ტრანსფორმაცაა ეკონომიკის რომელიც წინ გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი გილაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner