გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის უკრაინას ყველაზე მეტ დახმარებას გერმანია უწევს.
„ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას [უკრაინისათვის], მაგრამ ასევე ყველაზე კონკრეტულ მხარდაჭერას, როდესაც საქმე ეხება იარაღის მიწოდებას“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცის თქმით, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა იქნება შესაძლებლობა, რომ „კიდევ ერთხელ გავაგზავნოთ ერთიანობის, სოლიდარობის ეს სიგნალი და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობისა და მთლიანობის დაცვაში მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“.