logo_geo
eng_logo
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 710-ს მიაღწია
- +

9 თებერვალი. 2023. 19:30

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 710-ს მიაღწია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიწისძვრის შედეგად 64 194 ადამიანი დაშავდა, ხოლო 6 444 შენობა ჩამოინგრა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner