უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 621 თანამდებობის პირს გასული წლის შიდა აუდიტის შედეგების საფუძველზე პასუხისმგებლობა დაეკისრა.
მათგან მატერიალური პასუხისმგებლობა 497 თანამდებობის პირს დაეკისრა, ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობა - 124 თანამდებობის პირს.
„ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არის და იქნება უცვლელი - ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი დარღვევის მიმართ. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პირს, ვისი ბრალეულობაც დადასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ“, - განაცხადა მინისტრმა.