logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 621 თანამდებობის პირს შიდა აუდიტის შედეგების საფუძველზე პასუხისმგებლობა დაეკისრა
- +

9 თებერვალი. 2023. 20:34

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 621 თანამდებობის პირს გასული წლის შიდა აუდიტის შედეგების საფუძველზე პასუხისმგებლობა დაეკისრა.

მათგან მატერიალური პასუხისმგებლობა 497 თანამდებობის პირს დაეკისრა, ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობა - 124 თანამდებობის პირს.

ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არის და იქნება უცვლელი - ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი დარღვევის მიმართ. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პირს, ვისი ბრალეულობაც დადასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ“, - განაცხადა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner