logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის პრემიერის სპიკერი: ბრიტანეთი არ გააგზავნის გამანადგურებლებს უკრაინაში, თუ ეს ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის
- +

9 თებერვალი. 2023. 21:37

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ გააგზავნის გამანადგურებლებს უკრაინაში, თუ ეს ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

„დიდ ბრიტანეთს „ტაიფუნებისა“ და F-35-ების მნიშვნელოვანი რაოდენობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს გავაკეთებთ იმას, რაც საფრთხეს შეუქმნის გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება [საბრძოლო] თვითმფრინავების მიწოდების კუთხით. დიდი ბრიტანეთი Challenger-ის ტანკების მიწოდების პროცესშია და ჩვენ ასევე მივაწოდეთ [უკრაინას] უფრო შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს გულმოდგინედ ვიღებთ და ამას გააზრებულად ვაკეთებთ. ჩვენ ვიცით პოტენციური ესკალაციის რისკების შესახებ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის საუკეთესო და სწრაფი გზა უკრაინის დასახმარებლად ამ ომის დასასრულებლად, რაც აშკარად ყველას ინტერესებშია. რუსეთი აგრძელებს ესკალაციას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით და აგრძელებს უკანონო ომს უკრაინაში“, - აღნიშნა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner