„არ მგონია სამეგრელომ ისე დახუჭოს თვალი,რომ მოჩლექილი ლაპარაკის გამო სანდრას მისცენ ხმა"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა.
ქანტარია არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" სამეგრელოში მაჟორიტარობის კანდიდატის შეცვლად გეგმავს.
უმრავლესობის წევრი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სამეგრელოში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლის მაჟორიტარად წარდგენის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" მსხვერპლად ჰყავს.
"არ გამოვრიცხავ თვითონ გაუტეხონ თავი, დააწვინონ სამედიცინო დაწესებულებაში და მიიყვანონ საერთაშორისო დამკვირვებლები,"- განაცხადა ქანთარიამ.