logo_geo
eng_logo
ქართველი მაშველი ძაღლი ტინტო, რომელმაც თურქეთში, ნანგრევებში ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო
- +

10 თებერვალი. 2023. 01:38

ქართველმა მაშველმა ძაღლმა, ტინტომ, თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში 100 ქართველი მაშველია ჩართული. მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა. მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველი გააგზავნა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner