logo_geo
eng_logo
Reuters: SpaceX-მა უკრაინელ სამხედროებს დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენება შეუზღუდა
- +

10 თებერვალი. 2023. 00:39

კომპანია SpaceX-მა უკრაინელ სამხედროებს დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენება შეუზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა განაცხადა, რომ Starlink-ის ტერმინალების იარაღად გამოყენება არასდროს ყოფილა განზრახული.

„უკრაინელებმა გამოიყენეს ისე, რომ ეს არ იყო რაიმე შეთანხმების ნაწილი. არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ შევზღუდოთ მათ მიერ ამის გაკეთების უნარი“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, უკრაინასთან შეთანხმება ითვალისწინებდა Starlink-ის გამოყენებას ჰუმანიტარული მიზნებისთვის, როგორიცაა ინტერნეტის მიწოდება საავადმყოფოებისთვის, ბანკებისა და რუსული აგრესიით დაზარალებული ოჯახებისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner