logo_geo
eng_logo
ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა ხსოვნას პატივი მიაგო
- +

9 თებერვალი. 2023. 22:57

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 105 წლის იუბილეზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, პროფესორებმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა ხსოვნას და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის პანთეონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაკრძალული არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლები, მათ სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში სხვადასხვა სამეცნიერო სკოლისა და მიმდინარეობის დაფუძნება-განვითარება.

პანთეონში დაკრძალული არიან: ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, კორნელი კეკელიძე, დიმიტრი უზნაძე, გიორგი ჩუბინაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშილი, შალვა ნუცუბიძე, ანდრია რაზმაძე, გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი, ნიკო ცხვედაძე და იოსებ ყიფშიძე.

უნივერსიტეტის ბაღში 1927 წელს პირველად უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი დაიკრძალა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner