"თუ რაღაც სიმართლის თქმა გინდა, რას აბალანსებ ცრუ ნარატივით?!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ორი დღის წინ პრეზიდენტს, ცოტა რბილად, მაგრამ მაინც მოუნდა ეთქვა, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ამასობაში, ზუსტად იგივე მესიჯბოქსით გაგვლანძღა, როგორც გვლანძღავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ალბათ აქ მთავარია კომპლექსი, რომელი კომპლექსითაც - მე ახლა არ შევიწყალებ დამნაშავეს, მკვლელი და წამების რეჟიმის შემქმნელს და ავტორს, მაგრამ ამათაც დავუქნევთითს, რომ რაღაცნაირად ყველა ტრენდშიჩავჯდე - ვითომ დააბალანსა. თუ რაღაც სიმართლის თქმა გინდა, რას აბალანსებცრუ ნარატივით?!“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რატომ არ იწყალებს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს. პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის შელახვა.