logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ასე მოკლე დროში არავის მოუხერხებია საკუთარი პარტიის ბოლომდე გამარგინალება, ხაბეიშვილმა ეს შეძლო
- +

10 თებერვალი. 2023. 00:20

 

"ასე მოკლე დროში არავის მოუხერხებია საკუთარი პარტიის ბოლომდე გამარგინალება, ხაბეიშვილმა ეს შეძლო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვისაც კარგია „ნაციონალური მოძრაობის“ გამარგინალება.

დღეს მადლობა გადავუხადე, მსოფლიოში რეკორდსმენი კაცია, რომელმაც კიდევ უფრო და ბოლომდე „გააბანძა“ თავისი პარტია. ასე მოკლე დროში არავის მოუხერხებია საკუთარი პარტიის ბოლომდე გამარგინალება, ხაბეიშვილმა ეს შეძლო. სუბიექტურად, ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ეს ძალიან კარგია, გამარგინალდა მთავარი კონკურენტი. ცუდი ისაა, რომ ის არის მთავარი კონკურენტი, მაგრამ ქვეყნისთვისაც კარგია მათი ასეთი გამარგინალება, რადგან ხედავენ უკვე ადამიანები, რომ არგუმენტები არ არსებობს და კომპლექსების მოშორებაზე არიან ადამიანები. რა კომპლექსების? რუსეთისთვის ნაკეთები საქმეების და სულ სხვისი მსახურების კომპლექსების მოშორებასა და ჩამორეცხვაზე არიან. თუ აკვირდებით, ყველაზე მეტად ამ რუსულ თემას ვინ წევს წინ და ვინ გიჟდება თითქოს ამ რუსულ თემაზე? ვინც რუსეთის ფედერაციიდან და ფედერალური ბიუჯეტიდან დღემდე იღებს დაფინანსებას, ის გიჟდება ყველაზე ძალიან, იმას უკეთია ოკუპაციის სიმბოლო, ისინი გიჟდებიან განსაკუთრებით. ვინც ევროსაბჭოში მუშაობდა მაშინ, ის ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ საქართველოს ინტერესების დაცვა და რომლებმაც ხელი მოაწერეს რეზოლუციას, ეს ხალხია წინ წამოწეული. რომ არ ვთქვა საქართველოს პრეზიდენტზე, არ შემიძლია. აქაც საკუთარი კომპლექსების, რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის, ამ შემთხვევაში უფრო ნაკეთები განცხადებების და ამ კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობასთან გვაქვს საქმე „ქართული ოცნების“ ხარჯზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner