logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა ზუსტად იგივე მესიჯბოქსით გაგვლანძღა, როგორც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გვლანძღავენ
- +

10 თებერვალი. 2023. 00:24

 

"საკუთარი კომპლექსების, რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის, ამ შემთხვევაში კი, უფრო ნაკეთები განცხადებების და კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობასთან გვაქვს საქმე „ქართული ოცნების“ ხარჯზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იმ ხალხის ტრენდს მიჰყვება, ვინც „ქართულ ოცნებას“ უარგუმენტოდ აბრალებს რუსული ინტერესების გატარებას. მისივე განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ტრენდის გავლენის ქვეშ ექცევიან და მათ რიცხვშია სალომე ზურაბიშვილიც.

ორი დღის წინ მას [სალომე ზურაბიშვილს] ცოტა რბილად, თუმცა სწორად, მაგრამ მაინც მოუნდა ეთქვა, არ შევიწყალებ სააკაშვილს, აღიაროს დანაშაულიო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ჰუმანიტარული და ჰუმანური თემები თუ არსებობს, განახორციელოს, ვინაიდან მე თუ შევიწყალებ, მიმდინარე საქმეებზე მაინც შეიძლება დაიჭირონო. „არა და არასოდეს“ ვეღარ თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა არგუმენტით თქვა, არ შევიწყალებ იმიტომ, რომ აზრი არ აქვსო. ამასობაში, ზუსტად იგივე მესიჯბოქსით, როგორც გვლანძღავენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ერთი-ერთში გაგვლანძღა. უკაცრავად ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ აქ ალბათ მთავარია კომპლექსი მე მას ახლა არ შევიწყალებ - დამნაშავე, მკვლელი და წამების რეჟიმის შემქმნელს და ავტორს, მაგრამ ამათაც ძალიან დავუქნევ თითს, რომ რაღაცნაირად ყველა ტრენდში ჩავჯდე - ვითომ დააბალანსა. შენ რომ რაღაც სიმართლის თქმა გინდა, რას აბალანსებცრუ ნარატივით? თქვი ეს სათქმელი, ჩვეულებრივი ამბავია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რატომ არ იწყალებს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს. პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის შელახვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner