logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე: არასდროს გვითქვამს, რომ აშშ საქართველოსგან ომს ითხოვს - ჩემი მეგობრული რჩევაა, თავს ნუ იმართლებს
- +

10 თებერვალი. 2023. 00:26

 

"უნდა გავითავისოთ, რომ საუბარი გვაქვს მეგობრებზე და ჩვენი დიდი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელზე და ამ კონტექსტიდან, ძალიან მეგობრულად რაღაცები ვუთხრათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი რაიმე გვექნება გასაკრიტიკებელი, თუნდაც რჩევის სახით, ეს არ უნდა გავაკეთოთ. ეს კომპლექსი უნდა მოვიხსნათ, რომ როცა რაღაცას ამბობს ამერიკის ელჩი, ის წმინდანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ის [კელი დეგნანი] ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელი და ახლა მას უნდა ვურჩიო, ეს არის ჩემი მეგობრული რჩევა - თავს ნუ იმართლებს. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ აშშ საქართველოსგან ომს ითხოვს. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ამ ფორმით არაფერი გვითქვამს. იქ, კულისებში რაღაცები ხდება და ჩვენ ამაზე ლაპარაკისგან თავს ვიკავებთ და ეს თავშეკავება შემთხვევითი არ არის. როდესაც ადამიანი გამოდის და არა, დედას გეფიცებით, მე ასეთი რამე არ მითხოვია - ამ დროს 10 ადამიანი რომ გისმენს, 5 მაინც ფიქრობს - რატომ ამბობს ამას, ე.ი. რაღაცას ითხოვდი. ამიტომ, ჩემი გულწრფელი რჩევაა, ამ თემაზე ასე ლაპარაკისგან ყველამ თავი შევიკავოთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner