"მადლობა მინდა გადავუხადო იმ ნაწილში [კელი დეგნანს] გულწრფელობისთვის, სადაც თქვა, რომ საქართველო პრაგმატულად იქცევაო. კონტექსტი ის იყო, რომ საქართველო მოიქცა ისე, როგორც ამ ქვეყანას აწყობს, რაც შეეძლო მან ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, ეს არის ის პოზიტიური ნაწილი, სადაც სიმართლე აღნიშნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საბაჟო ევროსისტემაშია ჩართული.
„პოლიტიკოსები რომ გამოვდივართ უფრო მეტი ადამიანი გვისმენს და ძალიან მწყდება გული, საქმის მცოდნემ, ჩემზე კიდევ უკეთესად, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რომ იცის და ჩაერთო „ქრონიკის“ ეთერში, სიამოვნებით ვუსმენდი, მათაც მეტი უნდა უსმენდეს. ნახეთ, ევროსისტემაშია ჩართული ქართული საბაჟო, იქ მთელი კოდებია და ნემსი ვერ გაძვრება. მე ცოტა ზედაპირულად შეიძლება ვსაუბრობდე ახლა, პოლიტიკოსის ამპლუიდან და ის ადამიანი დეტალურად განმარტავდა, როგორ არის წარმოუდგენელი თეორიულადაც კი სანქციების გვერდის ავლა კი არა, ერთი ცალი ნემსის გატარებაც სადღაც, რომ არ გინდოდეს, სანქცირებული კი არა, უკონტროლოსი. ევროზონაში ფიქსირდება ყველა ერთლარიანი რაღაც ნივთი. ამ დროს ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ არა, დედას გეფიცები, არანაირი შავი ხვრელები არ არსებობს საქართველოში. წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც ერთი მხრივ ასეთი მოცემულობა გვაქვს, ასეთი ჩართულობა ჩვენ მოკავშირე სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეორე მხრივ სპეკულაციური მესიჯები, საქართველო არის ადგილი, სადაც თავს არიდებენ სანქციებს და უბედურება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.