logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: თუ ადამიანს მუშაობა სურს, მცირე მიწაზეც ბევრ სარგებელს ნახავს!
- +

30 აგვისტო. 2016. 03:40



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ამჯერად საჩხერის მკვიდრების შესახებ წერს, რომლებმაც „აწარმოე საქართველოს ფარგლებში" შესანიშნავი სათბური ააგეს.



„ბევრმა იცით, რომ საჩხერე ერთ-ერთი მცირემიწიანი ადგილია საქართველოში. შესაბამისად, მოსავალიც მცირე მოდის. ამიტომ, ლაშა ჭიღლაძემ და პაატა იაკობაშვილმა უხვმოსავლიანობისთვის სათბურის გაკეთება გადაწყვიტეს, „აწარმოე საქართველოს ფარგლებში" გრანტი აიღეს და მუშაობას 2016 წლის ადრიან გაზაფხულზე შეუდგნენ.

 

დათესეს მრავალი სახის ბოსტნეული და კარგ მოსავალსაც ელოდებიან. შემოდგომიდან ზამთრის მიწურულამდე მწვანილს მოიყვანენ. მოკლედ, სულ დატვირთული სათბური ექნებათ.

 

„გვინდა, მცირემიწიანობა რაც შეიძლება შედეგიანად გამოვიყენოთ. ჯერ-ჯერობით, 510 კვადრატული მეტრის სათბური გვაქვს და როცა გავძლიერდებით, სხვასაც ავაშენებთ. გამოცდილება საკმარისი გვაქვს. გვსურს, რომ ქართულ ბაზარზე ქართული ნაწარმი იყიდებოდეს. ჯანსაღია და თან, ჩვენებურია." - მითხრა ბატონმა ლაშამ.

 

თუ ადამიანს მუშაობა სურს, ის ბატონი ლაშასა და ბატონი პაატასავით მცირემიწაზეც ბევრ სარგებელს ნახავს!"- წერს ჩანადირი და ულამაზეს ფოტოებს ავრელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner