logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე 12 რეკომენდაციაზე: რაც მხოლოდ მმართველ გუნდზე იყო დამოკიდებული და ჩვენი ხმები ყოფნიდა, პრაქტიკულად ყველაფერი შესრულებულია
- +

10 თებერვალი. 2023. 00:30

 

12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით პრობლემები იქმნება და ჩვენ ეს პრობლემები გადასალახი გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამის მარტივი ინდიკაცია რა შეიძლება იყოს? რაც კი მხოლოდ მმართველ გუნდზე იყო დამოკიდებული და ჩვენი ხმები ყოფნიდა, ყველაფერი შესრულებულია პრაქტიკულად. ორად ორია დარჩენილი, დეოლიგარქიზაცია და სასამართლო რეფორმა, რომლებიც გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და ველოდებით დასკვნებს. დანარჩენი, რასაც დასკვნა არ სჭირდებოდა, ყველაფერი შესრულებულია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner