12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით პრობლემები იქმნება და ჩვენ ეს პრობლემები გადასალახი გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ამის მარტივი ინდიკაცია რა შეიძლება იყოს? რაც კი მხოლოდ მმართველ გუნდზე იყო დამოკიდებული და ჩვენი ხმები ყოფნიდა, ყველაფერი შესრულებულია პრაქტიკულად. ორად ორია დარჩენილი, დეოლიგარქიზაცია და სასამართლო რეფორმა, რომლებიც გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და ველოდებით დასკვნებს. დანარჩენი, რასაც დასკვნა არ სჭირდებოდა, ყველაფერი შესრულებულია“, - აღნიშნა მდინარაძემ.