"საჭმელი აჭამონ და მიშა გადარჩება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ამდენ აქეთ-იქით ხტუნაობას და მილიონი მოპარული დოლარის ხარჯვას საჭმელი აჭამონ და გადარჩენილია. სასწორზე დევს სიმართლე და ტყუილი. ტყუილია: სააკაშვილი კვდება, სააკაშვილი მოწამლეს. სიმართლე კი რა მარტივია - უნდა აჭამონ. ამ ხალხს უნდა, რომ ევროინტეგრაცია გადის მიშას კუჭზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.