logo_geo
eng_logo
ლაშა კალანდაძე Credit Suisse-ზე: ერთ საინტერესო თეორიას ავითარებს ბანკი, რომ ის არ არის პასუხისმგებელი მისი თანამშრომლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და უნდა პასუხისმგებლობის ისრების გადატანა თანამშრომელზე
- +

10 თებერვალი. 2023. 01:19

 

"მარტივად რომ ვთქვათ, ფურცელზე მდგომარეობა იყო იდეალური. დოკუმენტებს თუ გადახედავდით მდგომარეობა იყო იდეალური. მომხმარებლის თანხები იყო ანგარიშებზე, აქტივების მართვა მიმდინარეობდა წარმატებით, მაგრამ დოკუმენტი და რეალობა ერთმანეთისგან იყო სრულიად აცდენილი, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ Credit Suisse-ზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, თანხები დაუცველი, აქტივები მთლიანად განიავებულია.

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ რომ გაქვთ საბანკო ამონაწერი და თქვენს ანგარიშზე კონკრეტული თანხა ირიცხება და გაქვთ ეს დოკუმენტი, ან „ესემეს“ შეტყობინება მოგდით, ნაშთი ამდენი და ამდენია. მიხვიდეთ ბანკომატთან და აღმოჩნდეს, რომ თქვენ ის თანხა არ გაქვთ, დაახლოებით ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა. ხელმოწერებიც კი გაყალბებული იყო, არაუფლებამოსილ გადარიცხვებთან გვქონდა საქმე. რაპორტს, რომელსაც წარუდგენდნენ მომხმარებელს, იქ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა იყო და რეალობა აბსოლუტურად სხვა. იმის დაჯერება, რომ შიდა კონტროლის მექანიზმები 21-ე საუკუნეში ძალიან ცნობილ ბანკს არ აქვს და არ მუშაობს შიდა კონტროლის მექანიზმები, ამის წარმოდგენაც დაუშვებელია. სხვათა შორის, ერთ საინტერესო თეორიას ავითარებს ბანკი, რომ ის არ არის პასუხისმგებელი მისი თანამშრომლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და უნდა პასუხისმგებლობის ისრების გადატანა თანამშრომელზე. წარმოიდგინეთ, ბანკთან შედიხართ ურთიერთობაში, შემდეგ ბანკისგან ერთ-ერთი თანამშრომელი არის მუდმივ კომუნიკაციასა და ურთიერთობაში, თქვენი უფლება რომ დაირღვეს და ბანკმა ხელი გაიშვიროს თანამშრომლისკენ და თქვას, მე ამ პასუხისმგებლობისგან სრულიად გათავისუფლებული ვარ, ამ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. არ ვიცოდი, რომ ჩემი თანამშრომელი უხეშად არღვევდა მომხმარებლის ინტერესებს. უნდა სცოდნოდა!

ეს ერთი შემთხვევა არ არის, ეს მხოლოდ ჩემს მარწმუნებელს, მის ოჯახის წევრებსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს არ ეხება. ძალიან ბევრი შემთხვევაა და როგორც აღმოჩნდა, პრობლემები ამ ბანკში წლების განმავლობაში არსებობდა. ბანკს ჰქონდა ძალიან დიდი რეპუტაცია, შეიძლება ითქვას, ის შვეიცარიის სიამაყეა, იმ სახელმწიფოს და საზოგადოების და როგორც ჩანს, ბოროტად ისარგებლა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც მენეჯმენტთან და გარკვეულ სადავეებში იმყოფებოდნენ და და პოციციებს ფლობდნენ ბანკში და რბილად რომ ვთქვათ, ხელს ითბობდნენ“, - განაცხადა ლაშა კალანდაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner