logo_geo
eng_logo
გოგა ბითაძე თავისუფალი აგენტია
- +

10 თებერვალი. 2023. 10:04

 

 

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი გოგა ბითაძე, რომელმაც არასრული 3 სეზონი NBA-ს კლუბ „ინდიანა პეისერსში” გაატარა, თავისუფალი აგენტია. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

 

„გუშინ, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშეთა გაცვლების ბოლო დღე იყო და არაერთი ტრეიდიც განხორციელდა, რომელშიც ბითაძის გუნდიც იყო ჩართული. სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელის გვარი გარიგებაში არ მონაწილეობდა: ტრეიდის განხორციელების შემდეგ ინდიანამ ბითაძეს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა და ის ამ მომენტიდან უგუნდოდაა“,- აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ბითაძის მომავალი გუნდის ვინაობა, სავარაუდოდ, მალე გაირკვევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner