logo_geo
eng_logo
NRC: ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი არაბეთის გაერთიანებული საამიროებისგან წელიწადში €93 ათასს იღებს და ხშირად ხმას ისეთ გადაწყვეტილებებს აძლევს, რაც საუდის არაბეთისთვის ხელსაყრელია
- +

10 თებერვალი. 2023. 12:58

 

 

ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი წელიწადში რამდენჯერმე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებს და ქვეყნისგან ყოველწლიურად €93 ათასს იღებს იმისთვის, რომ კონფერენცია Sir Bani Yas Forum-ის მრჩევლად მუშაობს. ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა NCR წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ევროპარლამენტში კატართან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის ფონზე დეპუტატების ფინანსური კავშირები უცხო ქვეყნებთან ყურადღების ცენტრში მოექცა. NCR-ის ანალიტიკოსებმა ევროპარლამენტში პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კენჭისყრებში მონაწილეობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სიკორსკი ხშირად ხმას ისეთ გადაწყვეტილებებს აძლევს, რაც საამიროებისა და მისი მოკავშირე  საუდის არაბეთისთვის ხელსაყრელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილებები თავისი პოლიტიკური ჯგუფის, „ქრისტიან-დემოკრატების“ პოზიციისგან არ განსხვავდება.

 

თავად სიკორსკი გამორიცხვას იმას, რომ მისი გადაწყვეტილებები კენჭისყრებზე საამიროებისგან მიღებულ ფინანსებზეა დამოკიდებული.

 

შეგახსენებთ, რადოსლავ სიკორსკი ამერიკელი ჟურნალისტის, ენ ეპლბაუმის მეუღლეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ექს-პრეზიდენტს საბჭოთა ციხეებისთვის დამახასიათებელი სტილით კლავენ.

 

 

https://www.nrc.nl/nieuws/2023/02/08/op-de-loonlijst-in-brussel-en-de-emiraten-hoe-het-europarlement-openstaat-voor-autocratische-regimes-a4156616

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner