logo_geo
eng_logo
შსს: ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა, სიმართლეს არ შეესაბამება
- +

10 თებერვალი. 2023. 13:44

 

 

შს სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბებში“ განთავსებული სტატიის ავტორი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 

მიუხედავად ამისა, „მთის ამბებში“ გამოქვეყნდა სტატია ქვეშეთი-კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.

 

როგორც ცნობილია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არ დაადასტურა ქვეშეთი-კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების გარდაცვალების და დაშავების ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner