logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: ჩავთვლი, რომ ევროპას უკვე კრემლი მართავს და შევეცდები, შევეგუო ამ ამბავს...
- +

9 მარტი. 2016. 22:12


პუბლიცისტი, მწერალი პაატა ქურდაძე ევროკომისიის მიერ,  საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით  საკანონმდებლო ინიციატივის გამოქვეყნებას აფასებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„ერთი მხრივ, ძალიან მაგარი ამბავია და ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩემს თავსაც, რადგან ამ „წუნკალ" საფრანგეთის საკონსულოში აღარ დამჭირდება საგარანტიო ფაქსების გზავნა ჩემს ახლობლებზე, რომ დარჩენას არ აპირებენ...

 

მაგრამ მეორე მხრივ - ესე იგი, რაც მიშამ, ჩიორამ და ნერვიულმა დეპუტატმა კანდელაკმა სტრასბურგში და ბრიუსელში კაგებეშნიკი კრემლის აგენტები, კრიმინალები, კორუმპირებულები და გაუნათლებლები უძახეს საქართველოს ხელისუფლებას და მათ ასიათასობით მხარდამჭერს - ორში ერთია: ან 1. საზღვრების გახსნა ნიშნავს, რომ ევროპაში დემოკრატია საბოლოოდ დამარცხდა. ან 2.ბრიუსელში და სტრაბურგში უკვე საბოლოდ პუტინისტად ჩამოყალიბდა ყველა! ან მიშას, ჩიორას და ნერვიული დეპუტატ გ. კანდელაკის ერთი სიტყვაც არავის სჯერა...  თვით მათ ლობისტ სახალხო პარტიასაც კი!..

მაგრამ ამ უკანასკნელს ვერაფრით ვერ დავიჯერებ, ასეთ სპეტაკ და ქარიზმატულ ლორდებს, რომლებსაც მსოფლიო შენატრის, როგორ გინდა, არ დაუჯერო! ამიტომ ჩავთვლი, რომ ევროპას უკვე კრემლი მართავს და შევეცდები, შევეგუო ამ ამბავს - სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, აქ თუ რაღაც დიდი მამაძაღლობის თავი არ მარხია სადმე, რატომ გაუხსნეს პუტინზე უარეს პუტინისტებს ევროპის კარები სწორედ იმ დროს, როდესაც თითქმის მთელი მესამე მსოფლიოსთვის ჩაკეტეს?"- აღნიშნავს ქურდაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner