logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა
- +

10 თებერვალი. 2023. 18:15

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ გორდან რადმანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი. ამ კუთხით, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ხორვატიაში.

 

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე და ხაზი გაუსვა ხორვატიის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

 

„ახლა ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, წახალისება და რჩევა. ახლახან გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიშის გათვალისწინებით, იმედი გვაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს 2023 წლის ბოლოს,“ - აღნიშნა თავმჯდომარემ.

 

 „ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის, როგორც პატარა ქვეყნებს მსგავსი ისტორიით, რომლებიც იცავდნენ თავს აგრესორებისგან. ხორვატია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა გორდან რადმანმა.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობები დადებითად შეაფასეს და გამოხატეს საქართველოსა და ხორვატიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

 

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner