logo_geo
eng_logo
მაია სანდუმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანი წარადგინა
- +

10 თებერვალი. 2023. 23:32

 

 

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანი წარადგინა. ამის შესახებ მან საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

დორინ რეჩანი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლდოვის პრეზიდენტის მრჩეველია. ის 2022 წლის 4 თებერვლიდან უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. ხოლო 2012-2015 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ვლად ფილატის მთავრობაში.

 

„ქვეყნის ეკონომიკა და უსაფრთხოება ახალ სიცოცხლეს საჭიროებს. ახალმა მთავრობამ უნდა გაზარდოს უსაფრთხოების დონე და შეინარჩუნოს მოლდოვა თავისუფალი ქვეყნების მსოფლიოში. მე გავმართე კონსულტაციები საპარლამენტო ფრაქციებთან და წარვადგინე დორინ რეჩანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად“, – განაცხადა სანდუმ.

 

როგორც მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ განაცხადა, მმართველი პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“ ფრაქციამ რეჩანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

 

თავის მხრივ, დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ შეუდგება მინისტრთა ახალი კაბინეტის პროგრამის მომზადებას. ახალი მთავრობის პროგრამის განსაკუთრებულ პუნქტად მან ევროკავშირში ინტეგრაცია გამოყო.

 

ცნობისთვის, დღეს ნატალია გავრილიცამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner