logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთს ვიზიტით ეწვევა
- +

10 თებერვალი. 2023. 23:50

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

 

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 20-22 თებერვლის პერიოდში შედგება, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგასა და რეგიონის სხვა ლიდერებს შეხვდება.

 

ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დადასტურდეს აშშ-ის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ომი ახალ ფაზაში შედის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner