logo_geo
eng_logo
კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა დააკავა
- +

11 თებერვალი. 2023. 12:42

 

 

ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ტარაბელა კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ასევე პოლიცია ადასტურებს, რომ გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა ადგილას ჩხრეკა ჩატარდა და გადამოწმდა ევროპარლამენტარის საბანკო ანგარიშები.

 

გასულ ხუთშაბათს ევროპარლამენეტმა მარკ ტარაბელასა და კიდევ ერთ დეპუტატს, ანდრეა კოცოლინოს იმუნიტეტი მოუხსნა, რაც გამოძიებას საშუალებას აძლევს, საქმე სრულყოფილად გამოიძიოს.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ იმუნიტეტი მოუხსნა და მანდატი შეუჩერა ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილის, რომელიც ამავე კორუფციულ სკანდალში ფიგურირებს. ევა კაილი 10 დეკემბერს ბელგიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალი ედება კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობაში. მის გარდა, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი აიყვანა. ჩხრეკის ოპერაციის ფარგლებში კი, 600 ათასი ევროა ამოღებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner