საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი, სტუმრად, ამსტერდამში, ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 40:8 დაამარცხა.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი მოგება აქვს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში, 75:12 გერმანიის ნაკრებს მოუგეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კვლავ სტუმრად ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.